LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯასტინ ბიბერის მორიგი შემაშფოთებელი გამოჩენა

661
page

ჯასტინ ბიბერის ბოლო გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 30 წლის არტისტი ნიუ-იორკი ქუჩებში გადაიღეს. მისი ჩაცმულობის სტილი, როგორც ყოველთვის, თავისუფალი და უცნაური გახლდათ.

„ეს გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებს. მისი ქცევა მხოლოდ ნეგატიურად აისახება ჰეილიზე. ჯასტინის ბოლოდროინდელი ქმედებები უამრავ ეჭვს ბადებს. სავარაუდოდ, მეუღლეებს შორის გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი. ჯასტინის მენტალური ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – არ დააყოვნა ინსაიდერის განცხადებამაც.

„ეს გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებს“ – ჯასტინ ბიბერის უახლესმა ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწია – რას წერს მედია

აღნიშნული ამბების შემდეგ მედიაში არტისტის მორიგი ფოტოების სერია გავრცელდა. ჯასტინი მეუღლესთან, ჰეილისთან და ვაჟთან ერთად გამოჩნდა. ჯასტინს ხელში საბავშვო ეტლი ეკავა. იმავე დღეს ბიბერი სტუდიიდან გამოსვლის დროსაც გადაიღეს, თუმცა ამჯერად ის მარტო იყო.

ვარსკვლავის „ლუქი“ კვლავინდებურად ეპატაჟური იყო. მას თეთრი პერანგი ეცვა, რომელიც სრულად ჩახსნილი ჰქონდა და შიშველი მკერდი უჩანდა. მის „ლუქს“ დიდი ზომის ქურთუკი, ვარდისფერი ქუდი და ბეწვის ფეხსაცმელი ასრულებდა.

ჯასტინ ბიბერის „ინსტაგრამიდან“ მისი მეუღლის გამოწერა გაქრა – არტისტი განცხადებას და ფოტოების სერიას ავრცელებს

ფოტო/ვიდეო: უცნაურ ტანისამოსში გამოწყობილმა ჯასტინ ბიბერმა თინეიჯერებს უღრიალა – 30 წლის არტისტის ცნობა გაგიჭირდებათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები