როგორც ცნობილია, 27 წლის მომღერალი, ჯასტინ ბიბერი და მისი 24 წლის მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი ახლა დიდ მოგზაურობაში არიან. პერიოდულად წყვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს.
ფოტო: ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოდუინის ბერძნული არდადეგები
სულ ცოტა ხნის წინ ბიბერმა ფოტო გაავრცელა, რომელსაც საკმაოდ მოულოდნელი სათაური ჰქონდა.
„დედა და მამა“, – ასე დაასათაურა ჯასტინმა ფოტო, სადაც მეუღლესთან ერთად პოზირებს. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარებში წყვილს ულოცავდნენ. თუმცა მოგვიანებით ჰეილიმ განმარტება მისცა და მისი ორსულობის შესახებ ჭორებს უპასუხა.
„ძვირფასო, მგონი სათაური უნდა შეცვალო, – ძაღლის დედა და მამა“, – როგორც ჩანს ბიბერი-ჰეილის ოჯახმა ოთხფეხა მეგობარი, შეიძინა.