რამდენიმე დღეში სრულიად შეყვარებული სამყარო „ვალენტინობის“ დღეს აღნიშნავს. როგორც ჩანს, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესი აღიშნულ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ვარსკვლავური წყვილი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც დილით, ძალიან ადრე მაიამისკენ მიემგზავრებოდა.
ჯეი ლოს თეთრი, თავისუფალი სტილის კაბა ეცვა, საზოგადეობის ყურადღება არტისტის მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მიიქცია. ის საკმაოდ პომპეზურად გამოიყურებოდა.
„სტრიპტიზის მოცეკვავის ფეხსაცმელი ჩაუცვამს“, ,,ზედმეტად მაღალია” – წერენ სოციალურ ქსელში.
ფოტოების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა ატყდა. საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ წყვილი ჩუმად დაქორწინებას გეგმავს. მათი აზრით, საქორწინო ცერემონია „ვალენტინობის“ დღეს ყველასგან ფარულად გაიმართება.
ცნობისთვის, ლოპესმა და როდრიგესმა პანდემიის გამო საქორწინო ცერემონია ორჯერ გადადეს, ისაინი იტალიაში გეგმავდენ ჯვრისწერას, თუმცა როგორც ჩანს გეგმები შეიცვალა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.