ბოლო პერიოდში 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის განშორების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა და კრიზისული პერიოდის გადალახვას ცდილობს. ლოპესი და ალექსი ახლა დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.
ფოტო: ჯენიფერ ლოპესი საქორწილო კაბაში ახალ საქმროსთან ერთად გამოჩნდა
ჯეი ლომ და ალექს როდრიგესმა განშორებასთან დაკავშირებულ ჭორებს ვნებიანი კოცნით უპასუხეს – პაპარაცული ფოტოები
ახლახანს ჯეი ლომ DSW-ს ახალი ფეხსაცმელი მოირგო, უახლესი კოლექცია ვარსკვლავმა თეთრ საზაფხულო პიჯაკს შეუხამა. საზოგადოების ყურადღება კი ერთმა ფაქტმა მიიპყრო. ალექსთან ნიშნობის შემდეგ ლოპესს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი მუდამ ეკეთა, აღნიშნულ ფოტოსესიაში კი ბეჭდის გარეშე იყო. წყვილის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ მასა და ალექს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია.