რამდენიმე კვირის წინ 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის განშორების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა და კრიზისული პერიოდის გადალახვას ცდილობს. ლოპესი და ალექსი ახლა დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.
მეტიც, წყვილი ჯეი ლოს ახალი ჯანსაღი კვების პროდუქტის სარეკლამო კამპანიაში გაერთიანდენენ. მათ ერთობლივი ფოტოები გაავრცელეს, თუმცა მათ შორის კრიზისული პერიოდის ინფორმაცია სხვა დეტალმა გადაფარა.
ფოტოზე 51 წლის არტისტი სულ სხვანაირად გამოიყურება. საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ფოტო ეფექტია, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ლოპესმა მცირე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. შეცვლილია მისი ცხვირისა და ტუჩის ფორმა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მომღერალს თითზე გრანდიოზული ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ისევ არ უკეთია.
ფოტო: ჯეი ლოს თითზე ნიშნობის ბეჭედი გაქრა