LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯესონ სტეტჰემმა მეუღლესა და ვაჟს ფოტოსესია მოუწყო

376
20200515-rosie-post

მსახიობ, ჯეისონ სტეტჰემის მეუღლემ, მოდელმა როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ, საზოგადოებას უკვე გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რითაა დაკავებული თვითიზოლაციის პერიოდში. როგორც გაირკვა, ის 2 წლის ვაჟისთვის სხვადასხვა თამაშს იგონებს და ცდილობს, მთელი ოჯახი გაახალისოს.

სულ ცოტა ხნის წინ, მოდელის „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტოები გავრცელდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ შავ-თეთრი ფოტოსესიის იდეის ავტორი თავად ჯეისონი იყო. მან მეუღლე და შვილი სხვადასხვა აქტივობის დროს დააფიქსირა, ერთ-ერთ ფოტოში კი ვაჟთან ერთად თავადაც პოზირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები