როზი ჰანგტინტონ-უაიტლი და ჯეისონ სტეტჰემი კანში იმყოფებიან. წყვილი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე „ბარბერის“ ბუტიკის გახსნას დაესწრო.
ღონისძიება ისტორიულ სასტუმროში, Belles Rives-ში გაიმართა. 39 წლის როუზიმ, რომელიც ბრენდის ამბასადორია, ღონისძიებისთვის ბრენდის საფირმო „თრენჩი“ და „ბოტფორდები“ მოირგო.
58 წლის ჯეისონმა კი კლასიკურ სტილს მიანიჭა უპირატესობა და ყავისფერი კოსტიუმი მოირგო.
ცნობისთვის, მოდელის შეცვლილი ვიზუალი ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება განხილვის საგანი.
„დაიბრუნა ძველი სახე?“, „როზი კვლავ სხვანაირად გამოიყურება“, „შესანიშნავი წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.
