გუშინ, ნიუ-იორკის ცენტრში ბრენდის, Tiffany & Co.-ს ახალი საიუველირო კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. სტუმრებს შორის იყო, ჯეისონ სტეტჰემის მეუღლე მოდელი, როზი ჰანგტინტონ-უაიტლი.
ამ დღეს 38 წლის როზი თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი და ბრენდის განსაკუთრებული სამკაულები ამშვენებდა.
მოდელის გამოჩენას არც ამჯერად ჩაუვლია განხილვისა და კრიტიკის გარეშე. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მისმა შეცვლილმა ვიზუალმა მსოფლიო მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვარსკვლავი სახეზე აშკარად შეცვლილია. საზოგადოების აზრით, როზიმ ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა.
„დაიბრუნე ძველი სახე“, „ზედმეტი ფილერი მოგივიდა“, „როდის იყო ქალს ასეთი კუნთები უხდებოდა?!“, – არ წყდება კომენტარები.
„ალბათ მიხვდება და დაიბრუნებს უწინდელ იერს“ – როზი ჰანგტინტონ-უაიტლის უახლესი ფოტოები


