LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯიჯი ჰადიდის ვარსკვლავური აპარტამენტი მანჰეტენზე

151
safe-image

გაზაფხულზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ 25 წლის მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და მისი შეყვარებული, ჯგუფ One Direction-ის წევრი, ზეინ მალიკი პირველ ბავშვს ელოდებიან. კარანტინის პერიოდის დიდი ნაწილი ჯიჯიმ პენსილვანიაში, ფერმაში, დედასთან ერთად გაატარა.

როგორც ჩანს, ჯიჯი უკვე დაუბრუნდა ცივილიზაციას. ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ სახლის დეკორაციების ფოტოები გაავრცელა და გამომწერებს ბინის ვირტუალური ტური შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მოდელმა  მანჰეტენზე მდებარე  ბინა სულ ცოტა ხნის წინ გაარემონტა.  ინტერიერი საოცარი გემოვნებითაა გაფორმებული, ფერები საოცრადაა შეხამებული. ერთ-ერთ ფოტოზე ჟან-პოლ გოტიეს ბალიშიც ფიქსირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები