LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯვარიმიდორის ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა სრულდება

82
256164095-3174827286123543-8155819110086594824-n

ჯვარიმიდორის ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა სრულდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 ტურისტული თავშესაფარი თავისი საშხაპეებით, ავეჯითა და იქვე განთავსებული საპიკნიკე ზონით მალე მოგზაურების მისაღებად მზად იქნება.

ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g