კანიე უესტსა და კრის ბრაუნს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. სულ ცოტა ხნის წინ უესტმა მეგობრის გახრება გადაწყვიტა და ყველასათვის მოულოდნელად მას საოცარი სიურპრიზი მოუწყო. კანიემ მას 120 000 დოლარად შეფასებული ჯავშნიანი მანქანა აჩუქა, რომელიც მისივე ბრენდის, Yeezy-ს ტანისამოსით იყო სავსე.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად საჩუქრის ადრესატმა, ბრაუნმა გაავრცელა. მან „ინსტაგრამის“ საშუალებით მეგობარს მადლობა გადაუხადა და უცნაური დიზაინის მანქანის ფოტოც გაავრცელა.