მთიან აჭარაში მალე ახალი ტურისტული პროდუქტით სარგებლობას შეძლებთ. აჭარის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, უჩხოს კანიონის ინსტრუქტორებმა გადამზადება გაიარეს.
ორკვირიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები სამეგრელოს კანიონებსა და უჩხოში მიმდინარეობდა. „კანიონინგი უჩხოში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომლით სარგებლობასაც ტურისტები მალე შეძლებენ“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.