LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კატარის შეიხის უნიკალური „პორშე“ აუქციონზე გაიყიდება

63
porschekatarnews

შვეიცარიაში, Sotheby’s აუქციონზე უნიკალური Porsche გაიყიდება. ლოტი 113 –  ესაა კუპე 959, რომელიც წითელი ღვინის ფერში Wine Red Metallic–შია შესრულებული და ერთ–ერთია იმ 7 ავტომობილს შორის, რომელიც ავტომწარმოებელს სამეფო ოჯახმა დაუკვეთა. 30 წლის განმავლობაში მოდელმა 1000 კილომეტრზე ნაკლები მანძილი გაიარა და მისი ფასი 1 500 000 – 1 700 000 შვეიცარიული ფრანკია.

ისტორიის მიხედვით, მას შემდეგ რაც პროგრამა Porsche Exclusive დაიწყო, ბრენდის ერთ–ერთი კლიენტი კატარის სამეფო ოჯახი გახდა. შეიხმა თავისთვის 7 ცალი 959 შეუკვეთა და თითოეულს სალონი და ძარა შეხამებული შეფერილობის უნდა ჰქონოდა.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, სამეფო „პორშე“ საკმაოდ კონსერვატიული აღმოჩნდა და მხოლოდ აუცილებელი ოფციები მიიღო. მაგალითად – სავარძლების გათბობის სისტემა და გატაცების საწინააღმდეგო სისტემა, მოკლედ ულამაზესი სალონი ზედმეტი დეტალებით არ გადატვირთეს.

959–ის კაპოტის ქვეშ სტანდარტული 2,85 დაამონტაჟეს და აგრეგატს 450 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g