დიზაინერ მაკო ყაველაშვილს, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში გადახდილი გრანდიოზული ქორწილით მოექცა, რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი შეეძინა.
პატარა მილა უკვე სახლში იმყოფება. მას ულამაზესი დეკორაციებით მორთულ სახლში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ახალშობილთან ერთად გადაღებულ უახლეს ფოტოებს მაკო „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს: „კეთილი იყოს შენი მობრძანება“.