LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ, ოკეანის თემატიკით შთაგონებული ხელოვნების ნიმუში” – გრანდიოზული ქორწილის გამაოგნებელი დეტალები და სქესის გაგების ცერემონია: ზღაპრული საუცხოოებით გამორჩეული კადრები ქუთაისში გამართული საქორწილო წვეულებიდან

774
ქორწილი ქუთაისში

ინტერნეტსივრცეში ხშირად იპყრობს ყურადღებას საქორწინო ისტორიები, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზითა და ზღაპრული საუცხოოებით გამოირჩევა ხოლმე.

გამონაკლისი არც ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ გამართული გრანდიოზული ქორწილი ყოფილა.

ვიდეო: „წლის საოცარი ქორწილი“, „საზღაპრეთი“ – ქუთაისში გამართული ქორწილი, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა

მაკოს და ნოდოს გრანდიოზული საქორწილო ცერემონიის კადრები თავდაპირველად გაგვიზიარა ნათია გურეშიძემ. სწორედ აღნიშნულმა დიზაინერმა მოუწყო წყვილს ნამდვილი ზღაპრული სამყარო მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.

როგორც ირკვევა, ამ საქორწილო ისტორიას არაერთი ადამიანი ქმნიდა.

„ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ, ოკეანის თემატიკით შთაგონებული ხელოვნების ნიმუში, სრული შოკი”, – წერს საკონდიტრო საწარმო „რაფაელო“ და ულამაზესი ტორტის ვიდეოს გვიზიარებს.

როგორც ირკვევა, წყვილს მალე გოგონა შეეძინებათ. სასიხარულო ინფორმაცია წყვილმა სწორედ ქორწილის დღეს, ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალზე გაუზიარა სტუმრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები