51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა დიზაინერობას აქტიურად მიჰყო ხელი. „ზოროს“ ვარსკვლავმა ყოველდღიური ტანისამოსის კოლექცია წარადგინა. რამდენიმე გამორჩეული „ლუქი“ თავადაც მოირგო და 3,6 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს გაუზიარა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველივე ეს თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე. ტანისამოსის შექმნის თითოეულმა მომენტმა უსაზღვრო ბედნიერება მომანიჭა“, – განაცხადა ჯონსმა.
კოლექცია მართლაც დახვეწილია, ტანისამოსში ძირითადად შავი, თეთრი და ნაცრისფერი სჭარბობს.