LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კევინ კოსტნერისა და სუზან სარანდონის ემოციური შეხვედრა 36 წლის შემდეგ

269
კევინ კოსტნერისა და სუზან სარანდონის ემოციური შეხვედრა 36 წლის შემდეგ

36 წელი გავიდა მას შედეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „დარჰემელი ხარები“, მასში მთავარ როლებს სუზან სარანდონი და კევინ კოსტნერი ასრულებენ. წლების შედეგ კი, მსახიობები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად წითელ ხალიჩაზე, სადაც ,,ვენეციის კინოფესტივალის” ფარგლებში საქველმოქმედო გალა-საღამო გაიმართა. 69 წლის კოსტნერისა და 77 წლის სარანდონის შეხვედრა ემოციური გამოდგა, ისინი ხელგადახვეულები პოზირებდნენ ფოტოგრაფებისთვის.

მოგვიანებით ერთობლივი ფოტო კოსტნერმა „ინსტაგრამზეც“ განათავსა წარწერით, „არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ძველ კარგ მეგობარს ხვდები“.

ფოტოებზე სარანდონი ბრწყინავდა შავი ფერის სადა კლასიკურ კაბაში. შავი ფერის პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი თავად კოსტნერიც.

„ასეთი კევინ კოსტნერი ჯერ არავის უნახავს“ – 68 წლის მსახიობის განცხრომა კუნძულზე 18 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ – რას ყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები