ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე გადაღებული ფოტოების გაზიარებას განაგრძობს „ინსტაგრამზე“. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც „ოსკარის“ მფლობელ მსახიობთან, რამი მალეკთან ერთად აქვს გადაღებული. რამი საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ფრედი მერკურის შესრულებული როლით, რომელიც მისთვის „ოსკარის“ მომტანი გახდა.
