ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავებმა ნიუ-იორკში, Met Gala-ზე მოიყარეს თავი. წითელ ხალიჩაზე კიმ კარდაშიანი „ბალენსიაგას“ ექსტრავაგანტული „ლუქით“ გამოჩნდა. მას ტყავის შავი სამოსი ეცვა და სახე არ უჩანდა.
მოგვიანებით, 40 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებზე „ბალენსიაგას“ ხელმძღვანელი, დემნა გვასალიაც მონიშნა.
ცნობისთვის, კიმსა და მის ყოფილ მეუღლეს, კანიე უესტს „ბალენსიაგას“ ბრენდი საოცრად მოსწონთ, ცოტა ხნის წინ კანიემ კიმის მსგავსი კოსტიუმი მოირგო.