რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი იმ ცნობად სახეთაგანია, რომლებიც საოჯახო ბიზნესში აქტიურად არიან ჩართულნი. ის სოციალურ ქსელებში საკუთარ ბრენდს, Skims-ს ხშირად არეკლამებს. ამჯერად კარდაშიანის ბრენდმა პროდუქციას საბავშვო ტანისამოსის ხაზიც დაუმატა.
ახალი კოლექცია კიმმა შვილებთან, ჩიკაგოსთან და ნორდთან ერთად წარადგინა. ტანსაცმელი რბილი ქსოვოლისგანაა შექმნილი – ტოპები, შარვლები, ხალათები და საშინაო ფეხსაცმელი ნაცრისფერ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ცალკეულის ღირებულება 30-58 ევროს ფარგლებში მერყეობს.