LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „კინომსახიობთა გილდიის“ დაჯილდოება – საუკეთესო კაბები და გამარჯვებულები

92
page

სულ ცოტა ხნის წინ, „კინომსახიობთა გილდიის“ დაჯილდოების, SAG Awards-ის 27-ე ცერემონია გაიმართა. პანდემიის გამო ცერემონია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა.

წელს პრემიის მთავარი ჯილდო – „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი“ აარონ სორკინის „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესის“ მსახიობებმა მიიღეს. „საუკეთესო ქალ და მამაკაც“ მსახიობებად ფილმში „მა რეინი: ბლუზის დედა“ მთავარი როლების შემსრულებლები – ვიოლა დევისი და ჩედვიკ ბოუზმანი დაასახელეს.

„საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის“ დანიელ კალუიამ ფილმით „იუდა და შევი მესია“ და იუნ ე ჯონიმ ფილმით  მინარი გაიმარჯვეს. ანია ტეილორ-ჯონმა კი ნომინაციაში „მინი სერიალის საუკეთესო მსახიობი“ „ლაზიერის გამბიტით“ მოიპოვა გამარჯვება.

მსახიობებმა მაინც მოახერხეს და გამორჩეული იმიჯით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. 75 წლის ლეგენდარული მსახიობის, ჰელენ მირენი წითელი კაბით გამოჩნდა. სწორედ მან გადასცა ჯილდო გამარჯვებულებს.

ჰელენ მირენი ყვავილების ფონზე პოზირებს – 75 წლის ლეგენდარული მსახიობი შეუდარებელ ფორმაშია

74 წლის გლენ ქლოუზმა არჩევანი „ოსკარ დე ლა რენტას“ წითელ  კაბაზე გააკეთა ეკუთვნის. გლენ ქლოუზმა სოციალურ ქსელში ღონისძიების დაწყებამდე, საკუთარ აივანზე გადაღებული ფოტო განათავსა.

ფოტო: 74 წლის გლენ ქლოუზი „ოსკარ დე ლა რენტას“ წითელ კაბაში
,,ბუნტის კაბა” პრინცესა დაიანას სტილში – ემა ქორინი „პრადას“ ანსამბლში
ეზოს ქვა წითელი ხალიჩის ნაცვლად – ვაიოლა დევისი „ლუი ვიტონის“ კაბაში ეზოდან პოზირებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები