წელს, ბათუმთან ერთად, World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი.
ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგემის სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.
რაც შეეხება ბათუმს, ის წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. „World Travel Awards“-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს.