იტალიურმა მწარმოებელმა ჰიბრიდული ძრავის მქონე Lamborghini Countach წარადგინა. მოდელი ბაზარზე ლეგენდარული the Countach LPI 800-4–ის 50 წლის იუბილესთვის, შეზღუდული რაოდენობით გამოვა.
სპორტქარი 769 ცხენის ძალის, 6.5 ლიტრის მოცულობის 12 ცილინდრიან შიდა წვის ძრავს და 33 ცხენის ძალის სიმძლავრის 48 ვოლტიან ელექტროძრავს მიიღებს. ავტომობილი 0–დან პირველ 100 კმ–ს 2,8 წამში განავითარებს, ხოლო 200 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად 8,6 წამი დასჭირდება. Lamborghini Countach-ის მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ იქნება.