LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini–ს ყოფილი დიზაინერის ახალი ქმნილება

136
lmbrgn-newsdesign

აზერბაიჯანელი დიზაინერი სამირ სადიჰოვი Genesis–ის გერმანულ სტუდიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ სამსახური დატოვა და ინდივიდუალურ პროექტებს აკეთებს.

სამირი საინტერესო მოდელებით სოც–ქსელების მომხმარებლებსაც ძალიან ხშირად ანებივრებს. 3D ჩანახატებს შორის დიზაინერი არამხოლოდ თავისი ოცნების ავტომობილებს, არამედ იმ რეალურ პროექტებსაც ავრცელებს, რომლებზეც მუშაობს. მაგალითად რეალურ ნამუშევრებს შორის იყო – კონცეპტ–ქარი Genesis Mint, სუპერქარი კროსოვერი Lamborghini Urus და გიჟური ყველგანმავალი Rezvani Tank.

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა მინივენის თავისებური ვარიანტი – Brubaker Box შექმნა და პროექტი მაშინვე გულშემატკივრებს წარუდგინა. მოდელი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g