როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის ელექტრონული გიტარა აუქციონზე 450 000 ფუნტად გაიყიდა. რაც შეეხება გიტარის ისტორიას, ლეგენდარულმა მუსკოსმა ის ელ კეისისგან მიიღო საჩუქრად და მაშინვე მის ფავორიტ ინსტრუმენტად იქცა.
აღნიშნული წითელი გიტარით შედგა პრესლის დიდი დაბრუნება სცენაზე. მასზე არტისტი ლას-ვეგასის კონცერტებზე უკრავდა. სწორედ ეს გიტარა უჭირავს ელვისს 1969 წლის სტუდიური ალბომის, From Elvis in Memphis გარეკანზე. თუ ვინ გახდა ისტორიული ნივთის ახალი მფლობელი, ჯერჯერობით უცნობია.