მალაიზიაში პირველი ნაციონალური ელექტროქარი წარადგინეს. მას ფირმა Perodua ქმნის და ჰეტჩბეკი სერიული უკვე მომავალი წლიდან უნდა გახდეს. მოდელი დიდი ალბათობით ძვირადღირებული ელემენტების გარეშე დარჩება, რადგან მას მოუწევს კონკურენცია ბიუჯეტურ „ჩინურებს“ გაუწიოს. არაოფიციალური ინფორმაციით, საწყისი ღირებულება მინიმუმ 50-90 ათას მალაიზიური რინგიტი იქნება.