ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ამერიკას სტუმრობდა, სადაც 13-დან 23 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალის მონაწილეობით მეოთხედ ჩატარდა კერნსის თასის გათამაშება.
ლეგენდარული მოჭადრაკის ფეისბუკგვერდზე, ამერიკაში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის ემოციური კადრები ვრცელდება. როგორც ნონა გაფრინდაშვილი წერს, მისთვის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო.
„დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ქართველებო,
ყველაზე ამაღელვებელი ამერიკაში ყოფნისას თქვენთან შეხვედრა იყო 🙏
მალე დაბრუნდებოდეთ თქვენს მიწა-წყალს.
მიყვარხართ, მე თქვენს სიყვარულს ვერასოდეს გადავიხდი!”
დიდი მადლობა ქართველებთან შეხვედრის მთავარ ორგანიზატორს – LE LA NI CORP Lela Ninua ს, რომელმაც 3 დღეში დააორგანიზა ყველაფერი
და მადლობა ადამიანებს რომელთა თანადგომის გარეშე უბრალოდ არ გამოვიდოდა Tamara Mosidze , Maka Bartaia , Giorgi Nikolaishvili ,
დიდი მადლობა გიორგი ნიკოლაიშვილს ძვირფასი საჩუქრისათვის – ყველაზე თანამედროვე ჭადრაკი ჭადრაკებს შორის შეემატა ჩემს მუზეუმს!
და რაც მთავარია ჩემი ექსკლუზიური-საკოლექციო ჭადრაკი -“ ვეფხისტყაოსანი” – შოთა რუსთაველის უკვდავი ნაწარმოებით ინსპირირებული – გახდა თამარა მოსიძის ოჯახის საგანძური!
ამავე დროს, მინდა სიამაყით აღვნიშნო როგორც კი ნონა გაფრინდაშვილის მუზეუმი გაიხსნება – თქვენ ყველანი იქნებით მუზეუმში დაარსებული “ნონას კლუბის” საპატიო წევრები!“
« დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ქართველებო, ყველაზე ამაღელვებელი ამერიკაში ყოფნისას თქვენთან შეხვედრა იყო 🙏 მალე…
Posted by NONA Gaprindashvili • LIVE • ნონა გაფრინდაშვილი on ორშაბათი, 17 ივნისი, 2024