LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებები ჩვენს დედოფალს“, „ვამაყობთ თქვენით“ – ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ამერიკას ესტუმრება, სადაც მსოფლიოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალის მონაწილეობით მეოთხედ ჩატარდება კერნსის თასის გათამაშება

1189
ნონა გაფრინდაშვილი

ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ამერიკას ესტუმრება, სადაც 13-დან 23 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალის მონაწილეობით მეოთხედ ჩატარდება კერნსის თასის გათამაშება.

ნონა გაფრინდაშვილი 3 ამერიკულ ქალაქში მსოფლიო ტურნეს ეგიდით ამხანაგურ თამაშებს და მასტერკლასს გამართავს, ასევე დამწყებ მოჭადრაკეებს შეხვდება.

„წარმატებები ჩვენს დედოფალს“

„ვამაყობთ თქვენით“

„უსაყვარლესი ქალბატონი“

„მშვიდობიანი გზა ქალბატონო ნონა“ – წერენ სოც ქსელში.

გაფრინდაშვილი პირველი ქალია, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.

ის მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს და ჭადრაკის ოსკარის პირველი მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები