ატელიე Mansory-იმ Tesla Cybertruck გააუმჯობესა. ელექტრონულ პიკაპს 26 დიუმიანი საბურავები და სრულად განახლებული სალონი აქვს. თუმცა, ეს განახლების ერთ-ერთი ვერსიაა, დამკვეთს შეეძლება ფერი, მასალა და ყველა დეტალი ინდივიდუალურად შეარჩიოს.
ერთადერთი რაც ხელუხლებელი დარჩება ეს აგრეგატია. მართალია, ავტომობილის პირვანდელ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დიდი ალბათობით ეს არის Cyberbeast ანუ ელექტრონული პიკაპის ტოპ-ვერსია, სამ ძრავიანი აგრეგატით, რომელთა კომბინირებული სიმძლავრეც 857 ცხენის ძალაა. ასეთ Cybertruck-ს 97 კმ/სთ-ის განვითარება 2,6 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 210 კილომეტრია.







