Corsa Rally 2018-ის მონაწილე ერთ-ერთ მოსახვევში მართვას ვერ გაუმკლავდა და თავისი McLaren 720S-ით გზიდან გადაფრინდა. ინციდენტი მოჰავას უდაბნოში, ლას ვეგასთან მოხდა.
სუპერქარის მფლობელის განცხადებით, მან მეტისმეტად გვიან დააგდო სიჩქარე და ავტომობილზე კონტროლი დაკარგა. McLaren გზიდან გადაფრინდა, ორჯერ გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რომლის ლოკალიზებაც სწრაფად მოხერხდა. მგზავრს უმნიშვნელო ტრამვები აქვს, მძღოლმა კი ნეკნები გაიტეხა.
McLaren 720S ნულიდან ას კილომეტრს 2,9 წამში კრებს, 200 კილომეტრამდე კი 7,8 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 341 კმ/საათია. იმისათვის, რომ 200 კმ/საათიდან სრულად გაჩერდეს, 117 მეტრი და 4,6 წამი სჭირდება.