LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მე-19 საუკუნის შენობაში მდებარე ქართულმა მარანმა ღვინის წარმოება 100 წლის შემდეგ აღადგინა

89
ipiccy_image

თბილისიდან არცთუ ისე შორს, 100 კილომეტრში, საოჯახო მარანს შეხვდებით, რომელიც მე-19 საუკუნის შენობაში ფუნქციონირებს. წინა თაობის ტრადიცია 100 წლის შემდეგ ახლებურად გრძელდება და ვითარდება. „კარდანახის მამულის”  ისტორიის ათვლის წერტილი 2016 წელია, როცა მარნის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, იმ დროისთვის არსებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისა და ჰორეკას გაერთიანება.

მარნის მფლობელებისთვის დიდი გამოწვევა იყო ისეთი ადგილის პოვნა, რომელიც ღვინის წარმოების პრაქტიკულობასთან ერთად, ტურისტულად მრავალფეროვანი იქნებოდა. კარდენახი ამ მხრივ უნიკალურია – სოფელში 2 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გვხვდება, რომელზედაც 3 საერთო ადგილწარმოშობა ვრცელდება, მათ შორისაა – წარაფი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო რქაწითლის ღვინოდ არის მიჩნეული. ტერასული განლაგება და ლამაზი ხედები კი ლოკაციას ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

,,ჩვენ არ გვინდოდა ცარიელი ქაღალდიდან დაგვეწყო. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, აღგვედგინა რაიმე ისტორიული შენობა პირვანდელი იერით და დანიშნულებით. დავათვალიერეთ ძალიან ბევრი ისტორიული და ულამაზესი ადგილი. საბოლოოდ კი, ამ ლოკაციაზე შევჩერდით და ვფიქრობ, არ შევმცდარვართ” – ამბობს ნინო ქოჩიაშვილი, ,,კარდანახის მამულის” დამფუძნებელი.

ტყე-ბუჩქნარით დაბურულ, მიშენებებით დაფარულ ნაგებობებში, 2020 წლიდან სამი მარნის აღდგენა დაიწყო, რათა ღვინის წარმოება შესაძლებელი ყოფილიყო. წელს კი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში, სასტუმროსთვის განკუთვნილი ნაგებობების აღდგენასაც შეუდგნენ. ეს თანხა უძველესი სახლების რესტავრაციასა და საცხოვრებელი ოთახების მოწყობას მოხმარდება. საბოლოოდ, მომავალ წელს სტუმრებს საშუალება ექნებათ, სასტუმროს მომსახურებით ისარგებლონ.

მარნის დამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ – ,,2023 წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ ღვინის წარმოებასთან ერთად, შესაძლებლობა გვექნება, მივიღოთ ვიზიტორები. ამასთან, ვაფართოებთ წარმოებული სასმელების სპექტრს. ჯამური წარმოება 2-ჯერ გაიზრდება და შეიძლება ითქვას, მომავალ წელს დასრულდება ჩვენი პროექტის განვითარების პირველი ფაზა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g