LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-მა მდიდრული Maybach V12 წარადგინა

103
Mercedes-მა მდიდრული Maybach V12 წარადგინა

Mercedes-მა გამოუშვა სედანების  ლიმიტირებული სერია Maybach S 680 ოქროს მოპირკეთებით. სიახლეს V12 Edition ეწოდა. ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება გახდა ექსკლუზიური ექსტერიერისა და ინტერიერის გაფორმება, რომელშიც გამოყენებულია სუფთა 24-კარატიანი ოქროს ელემენტები. მწარმოებელი გეგმავს გამოუშვას მხოლოდ 50 მანქანა, რომლებიც ამ შემოდგომაზე გამოვა გაყიდვაში მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე.

ლიმიტირებული სერიის კორპუსი შესრულებულია ექსკლუზიურ ორ ტონალობაში — ზეთისხილის ფერში და შავში, რომლებიც გამოყოფილია თხელი ვერცხლისფერი ხაზებით. ამ მრავალფენოვანი ინტერიერის შექმნის ტექნოლოგია იმდენად რთულია, რომ საჭიროებს ათ სამუშაო დღეს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული ორ ტონალობიანი მოდელების შესაქმნელადაა საჭირო.

მოდელის უნიკალურობაზე მიუთითებს სპეციალური საბურავების დისკებიც. სალონში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ტყავი და დეკორაცია ნატურალური ხით, ფერების ოსტატურად შერჩეული კომბინაციით.

ოქროს ჩანართები, რომლებსაც კომპანია „მედლებს“ უწოდებს, ჩანს როგორც გარედან, ასევე ინტერიერში. მათი დიზაინი, ინჟინრების ჩანაფიქრით, უკავშირდება Maybach-ის ისტორიულ მოდელებს და ამავე დროს სიმბოლურად აღნიშნავს ავტომობილის გულს — ხელით აწყობილ ძრავს.

ტექნიკური თვალსაზრისით ახალი ვერსია არ შეცვლილა. ავტომობილი აღჭურვილია 6-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 612 ცხენის ძალას. ასეთი სიმძლავრის წყალობით სედანი 100 კმ/სთ სიჩქარეს  4,5 წამში აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები