„ნეტფლიქსი“ ლეგენდარული მერლინ მონროს შესახებ ფილმს იღებს. მას თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯოის კეროლ ოუტსის ბესტსელერის, Blonde–ის მიხედვით იღებენ, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა. რომანი „პულიცერის“ პრემიის მფლობელია.
აღსანიშნავია, რომ ფილმი მერლინ მონროს რეალურ ბიოგრაფიულ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. უამრავი სასიყვარულო რომანი, ტრაგიზმი და თავგადასვლები – წინ საოცრად ემოციური ფილმი გველოდება. ფილმში მთავარ როლს ანა დე არმასი ასრულებს.
„ფილმის პირველივე ქასთინგზე რეჟისორმა მითხრა, რომ სწორედ მე მეძებდა აღნიშნული როლისთვის“, – აცხადებს სექსსიმბოლოს როლის შემსრულებელი მსახიობი.
ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მას მიმდინარე წელს ვიხილავთ