კომპანია Loewe-ის კრეატიულმა დირექტორმა, ჯონათან ანდერსონმა ახალი კოლექცია წარადგინა და სარეკლამო კამპანიისთვის ცნობილი მსახიობები მოიწვია. მათ შორის იყვნენ ჯოშ ო კონორი, კაია გერბერი, ჯესი ბაკლი, ლინდა ბენგლისი და არც მეტი არ ნაკლები, თვით სერ ენტონი ჰოპკინსი.
ფოტო: ენტონი ჰოპკინსმა „წლის მამაკაცის“ ტიტული მოიპოვა – 83 წლის ლეგენდა GQ-ს გარეკანზე
მოგვიანებით 83 წლის ლეგენდარული მსახიობმა ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ის ჩანთებს არეკლამებს. ერთ ფოტოში ჰოპკინსს მუქი ლურჯი მანტო და ჭრელი ზედა ამშვენებს, მისი მეორე „ლუქი“ კი სპორტულია, მას Loewe-ის წარწერიანი ჰუდი აცვია.