ინტერნეტში 96-ე ,,ოსკარებსა” და მის შემდგომ გამართულ ტრადიციულ, Vanity Fair-ის ორგანიზებულ წვეულებაზე, დებატები არ წყდება.
აღსანიშნავია, რომ წლის მთავარი კინომოვლენის After Party-ის უამრავი მომღერალი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომელთა სახელებიც ახალი წლის სტარტიდან არაერთი შემოქმედებითი აქტივობითა თუ სამომავლო გეგმით, ძალიან რეზონანსულია.
ცნობისთვის, გლამურულ ღონისძიებაზე თავი ისეთმა არტისტებმა მოიყარეს, როგორებიც: კაილი მინოუგი, ლენი კრავიცი, დემი ლოვატო, ბილი აილიში, ფინეასი, ჯონ ლეჯენდი, აშერი, ქარდი ბი, აისი სფაისი, ვიქტორია მონე, საბრინა კარპენტერი, Charli XCX, Saweetie და სხვები არიან.