რეგიონებიდან დღეს დილით წამოსული კოლონების უმრავლესობა უკვე თბილისშია. აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზეა და თავისუფლების მოედნისკენ მიემართება.
თავისუფლების მოედანზე, აქცია “თავისუფლება მიშას”, ზუსტად 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე უკვე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.