LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ Bugatti-ს სტილში შესრულებული ფეხბურთის ბუცები

289
bugatti

Adidas-მა გამოუშვა ფეხბურთის ბუცები, რომელიც Bugatti-ს შთაგონებით შეიქმნა. მწარმოებელმა Bugatti-სთან თანამშრომლობა საინტერესო შედეგით, ლიმიტირებული სპორტული ფეხსაცმლით Adidas X Crazyfast Bugatti-ით დაასრულა, სლოგანი „მაქსიმალური სიმსუბუქისა და სტილისთვის შექმნილი“ გახდა. შავსა და ლურჯ ფერში შესრულებულმა ბუცებმა განსაკუთრებული დიზაინი, უნიკალური შეფუთვა და მცირე ტირაჟი მიიღო  – მთელი პლანეტის მასშტაბით მხოლოდ 99 წყვილს გაყიდიან.

ბუცის ძირითადი ნაწილი Bugatti-ის საფირმო ფერში Bugatti Blue-შია შესრულებული, რომელიც Adidas-ის საფირმო 3 ზოლს და Bugatti-ს ლოგოს უკანა ნაწილს შეეფერება. დიზაინერებმა სცადეს დაემზადებინათ მაქსიმალურად მსუბუქი, თუმცა გამძლე ფეხსაცმელი.

მცირე ტირაჟის გამო ბუცები Adidas Collect-ის პლატფორმაზე აუქციონის პრინციპით გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები