LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ კრისტენ სტიუარტის 6 მილიონ დოლარად შეფასებული ახალი სახლი – სტუმრად ვარსკვლავთან

116
39386240-0-image-a-90-1613540942505

30 წლის მსახიობმა, კრისტენ სტიუარტმა ახალი სახლი  შეიძინა. საცხოვრებელი კომპლექსი 1927 წელს არის აშენებული, მისი ღირებულება კი 6 მილიონ დოლარს შეადგენს.  ლოს-ანჯელესში მდებარე ორსართულიან სახლში 4 საძინებელი და 5 სააბაზანოა განთავსებული. ეზოში აუზია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოკაცია კი ალბათ ეზოა, რომელიც მცენარეებითაა გარემოცული. ინტერიერი პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, პრინცესა დიანას შესახებ ფილმს „სპენსერს“ იღებენ, რომელიც მისი ცხოვრების იმ ეტაპს ასახავს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყვიტა. ფილმის რეჟისორი პაბლო ლარაინია. სურათს  სტივენ ნაითის სცენარის მიხედვით იღებენ, დიანას როლს კი სწორედ კრისტენ სტიუარტი ასრულებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები