LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება რომის პაპის ახალი ავტომობილი

218
toyota201012

რომის პაპმა ფრანცისკემ ახალი სამსახურეობრივი ავტომობილი მიიღო. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წყალბადის სედანი Toyota Mirai აირჩია, რათა ეკოლოგიის პრობლემებზე ყურადღება გაემახვილებინა. სპეციალურად პაპისთვის Mirai დაატუნინგეს – სახურავის ნაწილი მოხსნეს, სპეციალური კარკასი დაუმაგრეს და დაცვის სისტემებიც დაამონტაჟეს.

პაპა–მობილი ჩვეულებრივი Toyota Mirai–სგან ძალიან განსხვავდება. უკანა სავარძლების ნაცვლად ერთი სავარძელი დაამონტაჟეს, ჩვეულებრივი გადახურვა გაქრა და კარკასის გარშემო მინის ფარდა დააყენეს.

ინტერიერი მაქსიმალურად გამარტივდა, არანაირი მდიდრული ელემენტები, მხოლოდ პრაქტიკული დეტალები. ელექტროსისტემებიც გაქრა. ერთადერთი რაც ელექტრონიკაზე მუშაობს არის მოძრავი კიბე, რომელიც პონტიფიკს ჩაჯდომა/გადმოსვლაში უნდა დაეხმაროს.

აღსანიშნავია, რომ პაპი ფრანცისკე წინამორბედებისგან განსხვავებით სიმდიდრის ელემენტებზე უარს ამბობს და ძვირადღირებული ავტომობილების ნაცვლად პრაქტიკულ მოდელებს ირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები