ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა მეუღლესთან, მეფე ვილემ-ალექსანდრთან ერთად კლასიკური მუსიკის საღამოს დაესწრო. მანამდე სამეფო წყვილმა წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა. ამ დღეს დედოფალი მაქსიმა მართლაც შეუდარებელი იყო.
დღეს მედია წერს ულამაზეს ცისფერ კაბაზე, რომელიც დანიურ ბრენდს, „კლაეს ივერსენს“ ეკუთვნის. კაბა ოქროსფერი რგოლებითა და ულამაზესი დეტალებითაა, რომელიც ამავე ფერის წვრილი ქამრით არის ფიქსირებული. ანსამბლს კი ასევე ოქროსფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებს.
ნიდერლანდების მეფე და დედოფალი საბერძნეთში დასვენების გამო, საჯარო ბოდიშს იხდიან