LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიკი მინაჟი პირველ შვილს ელოდება

362
safe-image

გასულ თვეს, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ნიკი მინაჟმა  რეპერ Tekashi 6ix9ine-თან ერთობლივი ვიდეო გაავრცელა. ტაბლოიდებს მინაჟის ხელის მდებარეობა არ გამორჩენიათ, ნიკი ხელს მუცელზე იდებს, თითქოს წამოზრდილი მუცლის დამალვას ცდილობს.

როგორც ხედავთ, ტაბლოიდები არ შეცდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, ორსულობის შესახებ ინფორმაცია თავად არტისტმა დაადასტურა. მან საზოგადოებას ფოტოები გაუზიარა, სადაც უკვე საკმაოდ დიდი მუცლით პოზირებს. თუკი მუცლის ზომით ვიმსჯელებთ,  სულ მალე, ნიკი იმშობიარებს. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკი პირველ შვილს, 42 წლის მეუღლისგან,  რეპერ კენეტ პეტისგან ელოდება.  შეგახსენებთ, ნიკი და კენეტი გასული წლის სექტემბერში დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები