LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ორსული ჰილარი ბოლდუინი მეუღლესთან ერთად ჰემპტონის სანაპიროზე გადაიღეს

247
safe-image

მსახიობ ალეკ ბოლდუინის მეუღლე, ჰილარი ბოლდუინი ორსულადაა. ამის შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა. ის უკვე  მე-9 თვეშია. მალე 36 წლის ჰილარი და 62 წლის ალეკი მე-5 ბავშვის მშობლები გახდებიან.

პაპარაცებმა წყვილი ჰემპტონის სანაპიროზე გადაიღეს, ჰილარი შესანიშნავ ფორმაში იყო. მას შავი მაისური და ამავე ფერის თავისუფალი სტილის შარვალი ეცვა. რაც ალეკს შეეხება, მსახიობი წყალში ნებივრობდა და იცინოდა, ის  თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა. მათთან ერთად მათი 4 შვილიც იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ალეკი და ჰილარი 8 წელია რაც ქორწინებაში იმყოფებიან. კიმ ბესინგერთან  პირველი ქორწინებიდან ალეკს 24 წლის ქალიშვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები