LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Rust-ის გადაღებებზე ოპერატორის სიკვდილში ერთი პირი დამნაშავედ ცნეს

137
page

2021 წელს, The Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის, ჰალინა ჰაჩინსის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის, ჰანა გუტირეს-რიდი დამნაშავედ ცნეს. სწორედ ის გახლდათ იარაღის შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირი.  

რიდს 18 თვით პატიმრობა და $5000-იანი ჯარიმის გადახდა ემუქრება. ჰანას ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ოპერატორის მკვლელობაში მთავარი დამნაშავე ალეკ ბოლდუინია და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებს, წლის დასაწყისში ბოლდუინს უნებლიეთ მკვლელობის მუხლით ბრალი ხელმეორედ წაუყენეს. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიეთ მკვლელობისთვის სასჯელს 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მან ბრალდება გაასაჩივრა, სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ალეკ ბოლდუინს ბრალი ხელმეორედ წაუყენეს

ალეკ ბოლდუინს გადამღები ჯგუფის სამი წევრი, მორალური ზიანის მიყენების გამო, სასამართლოში უჩივის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები