LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინს გადამღები ჯგუფის სამი წევრი, მორალური ზიანის მიყენების გამო, სასამართლოში უჩივის

158
Untitled.pngRTTR

როგორც ცნობილია, ალეკ ბოლდუინს ცოტა ხნის წინ, წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ბოლდუინს ბრალი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისთვის ედება. ბრალდება ითვალისწინებს  5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ყოველივე ამის ფონზე ირკვევა, რომ გადამღები ჯგუფის სამი წევრი ალეკს მორალური ზიანის მიყენების გამო, სასამართლოში უჩივის. მათი განცხადებით, გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევის შემდეგ, მათ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს და ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, 2021 წლის ოქტომბერში, ფილმ „ჟანგის“ გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ „ბრმა ტყვიას“ ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსი შეეწირა.

5 წლით თავისუფლების აღკვეთა – ალეკ ბოლდუინს ბრალი წაუყენეს

ბრალის წაყენების შემდეგ, ალეკ ბოლდუინი და მისი მეუღლე პოკერის სათამაშოდ წავიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები