ძალიან მალე, 34 წლის მომღერალი, სიარა მესამე შვილის დედა გახდება. მანამდე კი ვარსკვლავი ორსულობის ბოლო პერიოდით ტკბება და მზის აბაზანებს იღებს. სიარამ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც შავ ბიკინში, ქუდსა და მზის სათვალებში პოზირებს.
„მუცელი იზრდება“, – ასე დაასათაურა სიარამ ფოტოები.
„ინსტაგრამ“-გამომწერებმა კომენტარებში მომღელი ქათინაურებით შეამკეს. „ორსულობის დროსაც საოცრად სექსუალური ხარ“, „როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას?“ – წერენ მომღერლის გულშემატკივრები
ცნობისთვის, სიარა და მისის მეუღლე, 31 წლის რასელ უილსონი ბიჭს ელოდებიან.