წლის დასაწყისში, 53 წლის სექს-სიმბოლო, პამელა ანდერსონი მეხუთედ გათხოვდა. მისი რჩეული პირადი მცველი, დენ ჰეიჰერსთია. მათ ერთმანეთი თვითიზოლაციის პერიოდში შეუყვარდათ.
53 წლის პამელა ანდერსონი მეხუთედ, პირად მცველზე გათხოვდა – ფოტოები ქორწილიდან
„მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავის მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ვანკუვერში, მისივე სახლში გაიმართა. წყვილი იქ ფერმას აშენებს. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ პამელამ მალიბუს ფეშენებელური სახლი 15 მილიონ დოლარად გაყიდა, ის კანადაში საბოლოოდ გადასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, ვარსკვლავი აღნიშნულ სახლში 10 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. ოკეანის სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ კოპლექსში ოთხი საძინებელია, ორსართულიან სახლიდან, რომელიც სულ მწვანეშია ჩაფლული, საოცარი ხედები იშლებაა.
ტაბლოიდების ცნობით, სექს-სიმბოლო ვანკუვერში, ფერმაში, მე-5 ქმართან თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს.