დღეიდან, 31 იანვრიდან, N302 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს.
„პირველი მერცხალი – „MAN“-ის მარკის 18-მეტრიანმა ავტობუსებმა №302 ხაზზე დაიწყო მოძრაობა და მგზავრებს დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოემსახურება“, – წერს დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი და ფოტოებს გვიზიარებს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
კახა კალაძის თქმითვე, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს.