LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche-ს ერთ-ერთ პირველ სპორტქარს 3,5 მილიონ დოლარად გაყიდიან

145
porsche

დიდ ბრიტანეთში 3,5 მილიონ დოლარად უნიკალური კუპე – Porsche 356/2 იყიდება. აღნიშნული სპორტქარი გერმანული მწარმოებლის ერთ-ერთ პირველ სპორტქარად ითვლება. მოდელის საწყისი პარტია 52 ეგზემპლარს შეადგენდა და თითოეული თვით ფერი პორშეს მონაწილეობით, ხელით ააგეს.

გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი არაჩვეულებრივ ვიზუალურ და ტექნიკურ მდგომარეობაშია, არ სჭირდება შერემონტება. სპორტქარის მეპატრონე ამტკიცებს, რომ რარიტეტული მანქანის მთელი ისტორია დოკუმენტაციითაა დადასტურებული.

წარმოდგენილი ეგზემპლარი Porsche-ს 32-ე საგზაო სპორტქარია, რასაც მისი ნომერიც ადასტურებს. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მანქანა ექსპლუატაციისთვის მზადაა. ამასთან, გამყიდველი არ აზუსტებს, თუ რომელი აგრეგატითაა სპორტქარი უზრუნველყოფილი. მოდელი 356/2 როგორც წესი 1,1 ლიტრის მოცულობის ძრავით იყო ხოლმე აღჭურვილი, თუმცა ვინ იცის..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები