LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche-ს ელექტრონული ჰიპერქარი, რომელიც შესაძლოა სერიული გახდეს

117
porsche

კომპანია Porsche-მ ჰიპერქარი Mission X წარადგინა. სიახლე სერიული მოდელი არ არის, თუმცა დიდი შანსი აქვს რომ გახდეს. გარეგნულად კუპე სპორტულ პროტოტიპს ჰგავს. მას აქვს კარი რომელიც წინ და ზემოთ იხსნება და ასევე ვერტიკალური ფარები, რომელსაც სარბოლო Porsche 906-ს დაესესხა. ელემენტი სავარძლების უკანაა დამონტაჟებული და სიმძლავრე 900 ვოლტს შეადგენს. მწარმოებლის გეგმებშია, რომ Mission X ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქციოს.

კონცეპტის სალონი ასიმეტრიულია, მძღოლის ადგილზე აქცენტებით. ბორტზე არის რამდენიმე კამერა, რომელიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით აქტიურდება და იქვეა დისპლეი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა თავმოყრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები