გუშინ კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე პრინც უილიამის ახალი ფოტო გამოჩნდა. 38 წლის პრინცი სამ შვილთან ერთად, თამაშის დროსაა გადაღებული. მედიის ყურადღება მიიქცია 5 წლის პრინცესა შარლოტამ, რომელიც საოცრად ჰგავს თავის ბებიას, ლეიდი დაიანას.
მედიაში დღეს აქტიურად განიხილავენ შარლოტას ფოტოს და მას პრინცესა დაიანას ბავშვობის ფოტოს ადარებენ. მსგავსება მართლაც ძალიან დიდია.